როგორ ასუსტებს ივანიშვილი საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. საქართველოს მთავრობის ყალბი ბრალდებების გამო ამერიკის შეერთებული შტატები აჩერებს წვრთნებს - ღირსეულ პარტნიორს. წვრთნები 25 ივლისიდან და 6 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამართულიყო. პენტაგონის განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ მიზეზი საქართველოს ხელისუფლების ცრუ ბრალდებებია, თითქოს ამერიკა ზეწოლას ახდენდა მეორე ფრონტის გასახსნელად და თითქოს ვაშინგტონი გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდა. წვრთნების განუსაზღვრელი ვადით გადადება ნაწილია ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვისა, რომელიც მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ გამოაცხადა.
"ღირსეული პარტნიორი" - გაურკვეველი დროით გადადებული წვრთნები
05 ივლ 202419:53
3 წუთის საკითხავი